weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფინანსთა მინისტრი – სალომე ზურაბიშვილი იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი

13:03 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია. ძალიან საინტერესო კანდიდატია, რადგან ქალია. არის მიუკერძოებელი. მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური. მას წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და როგორც მოსალოდნელი იყო, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამომრჩევლებსაც ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კობახიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]