weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას 13 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს

13:59 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 hits 5711

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანიდატურის მოხსნას 13 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს. ონლაინ პეტიციის ხელმომწერები ამ მოთხოვნით ზურაბიშვილის გარდა, „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავენ.

პეტიციის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს.

„მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც 5 დღის წინ გამოქვეყნდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]