weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მთავრობამ საპატრიარქოს ადიგენში 68 346 კვ.მ. მიწა აჩუქა

14:25 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბიჯვარში მდებარე 68 346 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლოდ გადასცა.

მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ , 12 სექტემბრის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ წარადგინა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნით მთავრობას ეკლესიამ მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]