weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

14:20 კვირა, 11 ივნისი 2017 hits 3448

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე თანამდებობას ტოვებს. ის მუშაობას სხვა საჯარო სამსახურში გააგრძელებს. ზეიკიძის განცხადებით, ამ დროისთვის გუბერნატორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება არ მომხდარა, თუმცა საკადრო ცვლილება მოსალოდნელია.

გოჩა ზეიკიძე მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორად 2016 წლის მარტიდან მუშაობს, მას შემდეგ, რაც ნუგზარ ყიფიანი გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე, 2014 წლის თებერვლიდან ზეიკიძე გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.

მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფლებამოსილება დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]