weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნინო ბურჯანაძე რუსეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ქალთა ფორუმს ესწრება

01:05 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018
ფოტოზე ნინო ბურჯანაძე (მარცხნივ) პუტინთან ერთად ფოტოზე ნინო ბურჯანაძე (მარცხნივ) პუტინთან ერთად

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ევრაზიულ ქალთა ფორუმს ესწრება. აღნიშნული ღონისძიება 19 სექტემრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ტარდება და ის თავად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა.

ფორუმის თემაა „ქალები გლობალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“. მის გახსნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც დაესწრო. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხსენებლებს შორის არიან ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიე, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტი გაბრიელა კუევას ბარონი და სხვები.

ფორუმში ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ქალებიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მან ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი „საპარლამენტო გაზეთთან“ გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, არაფორმალური შეხვედრები პოლიტიკოსებს შეთანხმების მიღწევის საშუალებას აძლევს.

„პირადი კომუნიკაციის დროს, შესაძლებელია გულწრფელად განიხილო არსებული პრობლემები და გამოსავალი იპოვო. რასაკვირველია, ყოველთვის არ ღირს, ყველაფერი ბოლომდე თქვა, რადგან სამედიცინო საიდუმლოს მსგავსად, პოლიტიკური საიდუმლოც არსებობს, მაგრამ ტყუილის თქმა საჭირო არ არის. მაშინ პრობლემებიც ნაკლები იქნება“, - ციტირებს გამოცემა ბურჯანაძის კომენტარს.

მისივე თქმით, ის პირველ ევრაზიულ ქალთა ფორუმსაც ესწრებოდა, რომელიც სამი წლის წინ, 2015 წელს ასევე სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. ნინო ბურჯანაძე ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს ამ იდეის განხორციელებისთვის მადლობას უხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]