weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვეძებ ძველ რაჭულ სახლს, რომ ჩამოვიდე და პრობლემები მოვისმინო – ზურაბიშვილი

17:25 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

„ვაპირებ, აქ ჩამოვიდე და სხვათა შორის, უკვე ვეძებ ერთ ძველ ხის სახლს, მშვენიერ რაჭულ სახლს, სადაც შეიძლება გავანათოთ ერთი სინათლე. იქ რამდენიმე დღე პრეზიდენტი ჩამოვა, იცხოვრებს თქვენთან და მოისმენს იმ პრობლემებს, რომელსაც ვერ გაიგებ, თუ არ ხარ ადგილზე“, განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამბროლაურში.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ემიგრანტების საკითხს“ მიხედავს. მან რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„თუ ამირჩევთ, ვიქნები ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგის დადებაზე. არის ადგილები, მაგალითად, მესტიასა და ყაზბეგში, სადაც ტურიზმის განვითარებამ ახალგაზრდები რეგიონში დააბრუნა და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიზნესპროგრამებით. იმედი მაქვს, სხვა რეგიონებშიც მალე იგივეს ვიხილავთ. ჩვენთან, ყველა რეგიონშია შესაძლებელი, იპოვო რაღაც ნიშა, რომელიც ტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს. როცა იცი, კონკრეტულად რომელ რეგიონში რა სახის ტურიზმია მომგებიანი, უფრო ადვილია ინვესტორის მოძიება და დაინტერესება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სასახლეზე იქნება საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]