weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში - სუბარი

12:42 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი, მაგრამ საქართველოს ოპონენტი არასდროს იქნება.

„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. რატომ უჭერს მხარს და რატომ არის, ესეც ერთგვარი სიმბოლო, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იქნება მნიშვნელოვანი.

ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი

და ის თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს პირდაპირ, ყოველთვის ამბობს ისე, როგორც ის ფიქრობს. მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვლი ყოველთვის, როცა ხელისუფლება გადადგამს ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯს, ამ პოლიტიკის გვერდით იდგება: „ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით და იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საქმეში. ის იქნება ყოველთვის თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის მებრძოლი. ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში და უფრო სწრაფ სვლას ჩვენი მიზნისკენ. ეს არის საერთო, ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრობა, ნატოს წევრობა და ამაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ქალბატონ სალომეს, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაში. ის შეძლებს დააჩქაროს ჩვენი ინტეგრაცია ევროპასა და ნატოში“.

საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი პარტია რჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაეხმარება და შემომწირველებს მოუწოდებს თანხა საპრეზიდენტო კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]