weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

ქვეყნის გამთლიანებისთვის ყველაფერს გავაკეთებ – სალომე ზურაბიშვილი

11:50 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 hits 944

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. გმირთა მემორიალზე ის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის მოვალეობა ქვეყნის გამთლიანება იქნება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ვიტყვი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციითაც და ახალი კონსტიტუციით კიდევ უფრო მეტად იქნება ერთადერთი დამცველი აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობის და ქვეყნის გამთლიანების. ეს არის მისი სამი მოვალეობა. მთელი ჩემი სულით, ენერგიით ვეცდები დავიცვა ეს მოვალეობა, რაც მე მაკისრია“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]