weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთი აფხაზეთს მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს – პუტინი

13:42 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ე.წ. გამარჯვების 25 წლისთავი მიულოცა. Apsnypress -ის ინფორმაციით, პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას და ხალხს მომავალშიც დაეხმარება მათ წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტაში.

„გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასული წლების განმავლობაში აფხაზეთმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ვლადიმერ პუტინმა ხაჯიმბას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, მის „თანამოქალაქეებს კი მშვიდობა და კეთილდღეობა“.

30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა „1992 - 1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 25-ე წლისთავს“ აღნიშნავს. წელს ამ დღესთან დაკავშირებით, ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ქაღალდის ფულიც გამოუშვა, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული.

რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]