weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საკრებულომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა

13:16 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018
ფოტო: რადიო ნორი ფოტო: რადიო ნორი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსი უკანონოდ გამოიყენა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, Facebook-ში საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე 2 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნეს. „საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ნინოწმინდაში“, - ეწერა ფოტოებს ქართულ და სომხურ ენებზე.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაადასტურა, რომ გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია და ფოტოები თავად ატვირთა.

„რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვეყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება, წავშლით“, - განაცხადა ტოროიანმა.

ამ დროისთვის ნინოწმინდის საკრებულოს Facebook-ის გვერდიდან ეს ფოტოები წაშლილია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს. კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა) ეკრძალებათ მათთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება. ასეთი ქმედება იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]