weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

სალომე ზურაბიშვილს 3 დღეში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

10:17 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 hits 1243

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საერთო ჯამში, 1 056 000 ლარი შემოწირულობა მიიღო. შემომწირველთა შორის ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 50 000 ლარი შესწირეს.

ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველები არიან: ნიკა მერაბიშვილი (60 000 ლარი); ნატა ყაზახაშვილი (50 000 ლარი); სერგო გალუსტიანი (60 000 ლარი); რევაზ სულუხია (10 000 ლარი); პალიკო კინტრაია (10 000 ლარი); ნიკოლოზ კინტრაია (20 000 ლარი); სოფიო თამაზაშვილი (10 000 ლარი).

სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით სამჯერ ნაკლები თანხა - 332 245 ლარი მიიღო. 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს თანხა სულ 103-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა, მათგან 84-მა მას სიმბოლური თანხა - 30 თეთრი გადაურიცხა. სექტემბერში სალომე ზურაბიშვილის უმსხვილესი შემომწირველები არიან: კახაბერ კობაივანოვი (60 000 ლარი), ირაკლი ქაფიანიძე (60 000 ლარი), დიმიტრი ადამია (60 000 ლარი), დავით თოფურიძე (50 000 ლარი), ვახტანგ ლაღიძე (50 000 ლარი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]