weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არაპროფესიონალები გვაზიან თავზე, პირველად პრეზიდენტი იქნება განათლებული ქალი - სტურუა

14:32 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

მიხარია ის, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია და განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

რობერტ სტურუამ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა იმ პოლიტიკოსების გამო, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებენ.

„ჩემთვის ეს მიუღებელია. თითქოს ქართველმა დაკარგა რაინდული სული და მე მრცხვენია ზოგჯერ. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნად. აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს,  უნდა ვაპატიოთ და ალბათ თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს საშინელი სიტყვების გამო.

მომბეზრდა ბოლოსდაბოლოს არაპროფესიონალები, რომლებიც გვაზიან თავზე და რატომღაც დაჩემებული აქვთ, რომ იციან როგორ მართონ ქვეყანა“, – განაცხადა სტურუამ.

რეჟისორის თქმით, მას აქვს შეგრძნება, რომ საქართველოს ქაჯები დაეუფლნენ და ქაჯეთის ციხეა: „ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება. ქალბატონო სალომე ვიცი, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვიცი, ის რომ თქვენ ისეთი კეთილშობილი ოჯახიდან ხართ, რომ თქვენ საქართველო ნაღდად გიყვართ და არა ისე, რომ ელიან რაღაც გამორჩენას ამ უბედური ხალხისაგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]