weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სალომე ზურაბიშვილი დაგვეხმარება, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა – სამხარაული

17:15 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

„სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწყმოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, ჩვენ გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ“, - განაცხადა ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა ახმეტაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

გელა სამხარაულს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს, აი ასე, არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო, მაგრამ ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა, თუნდაც, მათ უზრდელობას.

სწორედ, აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ, უნდა მოვახერხოთ გაერთიანება. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

ვინც დააბალანსებს სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]