weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი - ზურაბიშვილი

22:40 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

„მე მოვდივარ თქვენთან იმედისთვის. ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის და ჩვენ გვაქვს ბევრი საფუძველი, რომ ვიყოთ იმედიანად და ამ ქვეყანას აქვს უფლება იყოს იმედიანად“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს საუნჯე და სიმდიდრეა, რომლის დაცვაც მისი, როგორც პრეზიდენტის ვალდებულება იქნება. ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა საქართველოს იდენტობა დაფუძნებული.

„დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემა არის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემი ტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.

საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვა სახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა. მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]