weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, რაც სიურპრიზი არ არის – კობახიძე

11:36 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც არავისთვის არის სიურპრიზი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს, კობახიძის თქმით, არჩევნებში მან, შესაძლოა, მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს.

„ჩვენ არცერთხელ არ გვიკადრებია ჩვენი ამომრჩევლებისთვის შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ე.წ. Edison Research-ის კვლევების საშუალებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი და ყველასთვის ბუნებრივი მოვლენაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მათ მიერ დაკვეთილი და Edison Research-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 18% უჭერს მხარს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი - 15%.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ახალი კვლევა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. Edison Research-ის მკვლევარებმა 3 ათასი ადამიანი პირისპირ გამოკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2%-ია.

ამავე კომპანიის მიერ 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარს გამოკითხულთა 22% უჭერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]