weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ“ ბანკისგან 1 მილიონი ლარი ისესხა

07:12 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 hits 1048

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ“ ბანკისგან 1 000 000 ლარი ისესხა. აღნიშნული ბანკის დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ“ ბანკიდან კრედიტი 1-ელ ოქტომბერს აიღო. ამასთან, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, მან შემოწირულობების სახით 1 087 283 ლარიც მიიღო.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ანუ 21 დღის განმავლობაში, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან 1 890 744 ლარი დაიხარჯა. აქედან რეკლამის ხარჯი 1 438 894 ლარია, შრომის ანაზღაურების კი 19 625 ლარი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მოაგროვებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]