weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე, მე დედა ვარ – ზურაბიშვილი

16:22 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიხუანას ლეგალიზების მომხრე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.

ზურაბიშვილის განმარტებით, მარიხუანას მიმართ მის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„მე არა ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგალიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე სრულიად ვიზიარებ ამ კუთხით მათ მწუხარებას, რომ შეიძლება ეს სხვანაირად იყოს გამოყენებული და გაგებული ახალგაზრდების მიერ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ჩვენი და თქვენი ახალგაზრდები. ვალდებულები ვართ, რომ ისინი ზოგჯერ თავიანთი თავისგანაც დავიცვათ. მე მინდა, რომ 21-ე საუკუნეში შევიდეს ჯანმრთელი ახალგაზრდობა და საქართველო. მე ვიქნები სწორედ ამ ახალგაზრდების პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ძლიერ ქვეყანაში იცხოვრონ, რეგიონები უნდა გაძლიერდნენ. „მე ვიქნები თვითმმართველობის ხელშემწყობი და მხარდამჭერი პრეზიდენტი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]