weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება მოხმარებული 200 კილოვატამდე ელექტროენერგია, ასევე, 200 კუბურ მეტრამდე გაზი, გადასახადები აუნაზღაურდება – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

ბოლნისის სოფელ მამხუტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს, ისმაილ გაჯიევს სცემეს. როგორც გაჯევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს, სადაც მოსახლეობასთან ერთად დააკვირდება ხმების დათვლის პროცესს და გამარჯვებას აღნიშნავს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მათ ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.

თბილისში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

„დღეს მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო დაინტერესებულია იმაში, რომ მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ეს არ არის ოპოზიციის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი…

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ხათუნა გოგორიშვილმა, დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლა შეძლეს. ისინი ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას…

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ენუქიძის თქმით, ინფიცირების გამო, ვეღარ შეძლებს საარჩევნო კამპანიის დასრულებას, რასაც ლეჩხუმში აპირებდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლებშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც ბუნებრივ აირი დამატებით 211 სოფელს მიეწოდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]