weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კანადაში რეკრეაციული მარიხუანა ლეგალური გახდა

10:09 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018
ფოტო: Paul Daly/The Canadian Press ფოტო: Paul Daly/The Canadian Press

კანადაში მარიხუანას რეკრეაციული, ანუ სიამოვნების მიღების მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა. 17 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა მაღაზიები, სადაც მარიხუანას შეძენა იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერს ამოქმედებული კანონის თანახმად, კანადაში მცხოვრებ, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შეუძლიათ მარიხუანას ყიდვა, გაყიდვა, შენახვა და პირადი მოხმარებისთვის სახლში მოყვანა. შესანახი მარიხუანა 30 გრამზე მეტი არ უნდა იყოს, სახლის პირობებში კი მაქსიმუმ ოთხი ძირის გაზრდაა დაშვებული. წესების დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავეს საშუალოდ 14 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

BBC-ის ინფორმაციით, კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პოლიცია მზად არ არის იმ შედეგებისთვის, რაც ნარკოტიკის ლეგალიზაციას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, არ არის შემუშავებული ზომები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის აღსაკვეთად.

მომხრეები კი ირწმუნებიან, რომ ლეგალიზაცია ე.წ. შავ ბაზართან ბრძოლას გააიოლებს. კანადა იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ მარიხუანას. განსაკუთრებით ახალგაზრდები. BBC-ის მონაცემებით, 2017 წელს აღნიშნულ ნარკოტიკზე 5.7 მილიარდი კანადური დოლარი დაიხარჯა და მარიხუანის მთელი მოცულობის ძალიან პატარა ნაწილი შეიძინეს სამედიცინო მიზნებისთვის.

კანადაში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით ლეგალური 2001 წელს გახდა. კანონის შემსუბუქებაზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ჯერ კიდევ 2015 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა.

ამერიკის მრავალ შტატში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. პირველი ქვეყანა ურუგვაი იყო, სადაც რეკრეაციული მიზნით მარიხუანას გამოყენება 2013 წელს გახდა კანონით ნებადართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]