weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ლონდონში ცეცხლმოკიდებული სახლის მე-10 სართულიდან გადმოგდებული ბავშვი გადაარჩინეს

21:20 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 hits 1312

ლონდონში, ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან გადმოგდებული ბავშვი გადარჩა. თვითმხილველების თქმით, დედამ ბავშვი "მეცხრე ან მეათე სართულიდან" გადარჩენის მიზნით გადმოაგდო და ის ერთ-ერთმა მამაკაცმა დაიჭირა.

"დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა და გვანიშნებდა, რომ გადმოაგდებდა თუ ვინმე მის დაჭერას შეძლებდა. მან ბავშვი საბანში გაახვია და გადმოაგდო. ჩემს გვერდით მდგარი მამაკაცი კი წინ გაიჭრა და ბავშვის დაჭერა მოახერხა", - ციტირებს სამირა ლამრანის გამოცემა The Independent.

მისივე ინფორმაციით, ბავშვი არ დაშავებულა, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწია დედამისს.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლი Grenfell Tower დღეს დაიწვა. შენობას ცეცხლი 01:00 საათზე გაუჩნდა, როდესაც მაცხოვრებლებს ეძინათ. შენობაში დაახლოებით 600 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 50 კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]