weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ისრაელში მსოფლიოს უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს

13:52 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

ისრაელის ქალაქ ჰაიფის სიახლოვეს არქეოლოგებმა სავარაუდოდ მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს. 13 700 წლის წინ შესაძლოა, იქ ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებდნენ. აღმოჩენა აქამდე ცნობილ უძველეს ლუდსახარშზე რამდენიმე ათასი წლით ძველია.

აღმოჩენა გაკეთდა მღვიმეში, რომელსაც უძველესი ნატუფიელი ხალხი აკლდამად იყენებდა. ქვიშის ნარჩენებში მეცნიერებმა სახამებლისა და მცენარის ნაშთები იპოვეს. ორივე მათგანი დაკავშირებულია ხორბლისა და ქერისგან ლუდის წარმოებასთან. მკვლევართა აზრით, შეიძლება ეს იმის მტკიცებულებაც იყოს, რომ ადამიანებმა ზოგიერთი მარცვლეულის კულტივირება სწორედ ლუდში მისი საჭიროების გამო მოახდინეს.

არქეოლოგთა ცნობით, 13 000 წლის წინ ეს სასმელი უფრო ფაფის მსგავსი უნდა ყოფილიყო და თანამედროვე ლუდზე უფრო სუსტი.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, ლი ლიუს განცხადებით, აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლის წარმოება შეიძლება, სულაც არ ყოფილიყო ჭარბი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შედეგი და მისი მიზანი უფრო რიტუალური საჭიროება ყოფილიყო, ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის გამოჩენამდე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]