weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საუდის არაბეთმა დაკარგული ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა

12:00 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

საუდის არაბეთმა მიმდინარე თვეს დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა. სახელმწიფო მედიის თანახმად, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებას ეფუძნება, ხაშოგის სიკვდილი ხელჩართულ დაპირისპირებას მოჰყვა. მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური პირების განცხადება მოჰყავთ, რომლის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ღრმა სინანულს გამოთქვამს ხაშოგის სიკვდილის გამო.

თურქეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს, რისი დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.

დისიდენტი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კრიტიკით გამოირჩეოდა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მესვეტე იყო. ის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწილისთვის საჭირო დოკუმენტებისთვის შევიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]