weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აშშ-ში სინაგოგაზე თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

22:43 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

აშშ-ში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. თავდასხმა შაბათის მსახურების დროს მოხდა.

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ზოგიერთი უცხოური მედია წერს, რომ სულ მცირე 8 ადამიანია მოკლული.

სროლა სინაგოგა „სიცოცხლის ხე“-ში მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 46 წლის რობერტ ბოუერსია, რომელიც სამართალდამცავებს ჩაბარდა. გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლის გახსნამდე ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.

CNN იუწყება, რომ სროლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის პოლიციის ოთხი თანამშრომელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დანარჩენი ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელმაც თავდამსხმელს მანიაკი უწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით კანონები უნდა გაამკაცროს. „ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს. ეს უნდა დასრულეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, სინაგოგაში შეიარაღებული მცველი რომ ჰყოლოდათ, შესაძლოა, ახლა სხვა ვითარება ყოფილიყო.

თავდასხმა დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]