weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სერბეთს პირველი ჰომოსექსუალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

11:28 პარასკევი, 16 ივნისი 2017

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ანა ბრნაბიჩი წარადგინა, რომელიც შარშან მთავრობის პირველი ჰომოსექსუალი წევრი გახდა. მოსალოდნელია, რომ 23 ივნისს, პარლამენტი 41 წლის ანა ბრნაბიჩის კანდიდატურას დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის სერბეთის ისტორიაში პირველი ქალი და ასევე, პირველი ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი გახდება.

ანა ბრნაბიჩი საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრად მუშაობს. გასულ წელს მთავრობის შემადგენლობაში მის შეყვანას პოზიტური გამოხმაურება მოჰყვა უფლებადამცველების მხრიდან, რომლებიც სერბეთში ლგბტ თემის დისკრიმინაციის, დევნისა და ძალადობის შესახებ ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას.

გამოცემა The Independent წერს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“ სერბეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემაა. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, რაც, მისი თქმით, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ანა ბრნაბიჩმა განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მიიღო. 2006 წელს მან რეგიონული ეკონომიკური განვითარების ნაციონალური საბჭო ჩამოაყალიბა. მას სერბეთში წლის ბიზნესლედის სტატუსიც მიანიჭეს. ფლობს როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]