weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

13:43 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ინდონეზიაში ავიაკომპანია Lion Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა. იგი კუნძულ იავის დასავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი დედაქალაქ ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენიდან 13 წუთში შეწყდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 2018 წელს მიიღეს ექსპლუატაციაში და კომპანია მას 15 აგვისტოდან იყენებდა.

თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა ჯაკარტიდან ქალაქ პანკალინანგის მიმართულებით. ავიაკატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმფრინავის ნაწილები ზღვაში, 30-40 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]