weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტოკიოში არსებულმა რესტორანმა დემენციის მქონე ადამიანები დაასაქმა

14:59 პარასკევი, 16 ივნისი 2017

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცურებაა, როდესაც რესტორანში შეკვეთილი კერძის ნაცვლად შეცდომით სხვა მოაქვთ, თუმცა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში არსებულმა რესტორანმა ორი დღით სწორედ მსგავსი შემთხვევების გამო იმუშავა - საგანგებო დღეებში რესტორანში მომუშავე ასაკოვან პერსონალს დემენცია ანუ მახსოვრობის, ინტელექტისა და აზროვნების დაქვეითების პათოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა.

ღონისძიების მიზანი მეხსიერებადაქვეითებული ადამიანების საზოგადოებასთან ინტეგრაცია იყო. დემენციის მქონე პაციენტები რესტორანში კლიენტების მიერ შეკვეთილი კერძების სწორად მომსახურებას ცდილობდნენ. რესტორნის სტუმართა თქმით, მომსახურე პერსონალი შეცდომების მიუხედავად ღიმილითა და კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ.

აღნიშნულ რესტორანს კულინარიის ცნობილი ბლოგერი მიზუჰო კუდოც ეწვია, რომელმაც ჰამბურგერი შეუკვეთა და მაგიდასთან სადილად გიოზას პელმენები მიიღო.

ტოკიოში რესტორნის მიერ მსგავსი ღონისძიების გამართვა სექტემბერში, ალცჰაიმერის მსოფლიო დღისადმიცაა დაგეგმილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]