weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ცნობილი განგსტერი ჯეიმს „უაიტი“ ბალჯერი ციხეში ცემით მოკლეს

16:05 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ცნობილი ამერიკელი განგსტერი ჯეიმს „უაიტი“ ბალჯერი დასავლეთ ვირჯინიის ფედერალურ ციხეში სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებმა შურისძიების ნიადაგზე ცემით მოკლეს. 89 წლის კრიმინალი, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, აღნიშნული საპატიმროში მცირე ხნის წინ ოკლაჰომადან გადაიყვანეს და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მოათავსეს.

უაიტი ბალჯერი 16-წლიანი დევნის შემდეგ 2011 წელს კალიფორნიაში კინოთეატრიდან გამოსვლისას დააკავეს. მას 11 ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 2013 წელს ცნობილ კრიმინალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ირლანდიული ფესვების მქონე ბალჯერი ბოსტონში მოქმედი ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფება Winter Hill-ის წევრი ადრეულ ასაკში გახდა, მოგვიანებით კი დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა. ბოსტონის კრიმინალური იმპერიის სათავეში ყოფნის დროს სისასტიკით გამორჩეული უაიტი ბალჯერი გარეული იყო ნარკოვაჭრობაში, აზარტულ თამაშებსა და მკვლელობებში. მისი დაჯგუფების წევრები ხშირად ბანკებსაც ძარცვავდნენ. დაკავებამდე გარკვეული პერიოდი იგი FBI-ის ინფორმატორი იყო და გამოძიების ფედერალურ ბიუროს სხვა განგსტერებზე ცნობებს აწვდიდა.

უაიტი ბალჯერის შესახებ არსებობს ჰოლივუდური ბიოგრაფიული დრამა „შავი მესა“, სადაც მისი როლი ჯონი დეპმა შეასრულა. განგსტერის კრიმინალური ცხოვრების მოტივები კი ასევე გამოიყენეს მარტინ სკორსეზეს ოსკაროსან ფილმში „განდგომილები“, სადაც ჯეკ ნიკოლსონის ბოსტონელი განგსტერი პერსონაჟის პროტოტიპი სწორედ ჯეიმს ჯოზეფ ბალჯერი გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]