weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პერუში ხის კერპებით სავსე დარბაზი აღმოაჩინეს

17:32 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

არქეოლოგებმა პერუული უძველესი კულტურის, ჩიმუს დედაქალაქ ჩან-ჩანში აგებული უზარმაზარი ციტადელის სიღრმეში დერეფანი აღმოაჩინეს, რომელშიც 19 ხის შავ სკულპტურას მიაგნეს.

არქეოლოგთა განცხადებით, ეს ქალაქი მრავალ საიდუმლოს მალავს. მათი თქმით, ქანდაკებები 800 წლისაა. ზოგიერთ სკულპტურას თიხის ნიღაბი აქვს და კედელში გამოჭრილ სიცარიელეებშია ჩამწკრივებული. ისინი სავარაუდოდ, ე.წ. მცველ ფიგურებს მიეკუთვნებიან. თითოეული კერპის სიმაღლე დაახლოებით 70 სანტიმეტრია და აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული ანთროპომორფული მახასიათებლები. მათი ნიღბები კრემისფერი თიხისგანაა დამზადებული და თითოეულ მათგანს თავზე ადგას სკიპტრა, უკანა მხარეს კი მიმაგრებული აქვთ წრიული ობიექტები, რომლებიც სავარაუდოდ, ფარს წარმოადგენს.

33-მეტრიანი დერეფანი, რომელშიც ეს კერპებია განთავსებული, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო საცერემონიო შიდა ეზოსთან.

ქალაქი ჩან-ჩანი 1986 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ერთ დროს ის კოლუმბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო და წარმოადგენდა გამოუწვავი აგურით ნაგებ უდიდეს ქალაქს მსოფლიოში, 10 000-ზე მეტი შენობით. ყვაოდა ახ. წ. 900-1470 წლებში, იქამდე სანამ ის ინკებმა დაამარცხეს და თავიანთ იმპერიას შეუერთეს. ამ მომენტიდან ქალაქმა დასუსტება დაიწყო, თანდათანობით კი ნანგრევებად იქცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]