weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თალიბების თავდასხმის შედეგად 13 ავღანელი სამხედრო დაიღუპა

15:23 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 13 თანამშრომელი დაიღუპა თალიბებთან შეტაკებაში, რომელიც სამხედროების საგუშაგოზე განხორციელდა.

თავდასხმა 5 ნოემბერს მოხდა ქაბულიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ღაზნის პროვინციაში. პროვინციის წარმომადგენელთა თქმით, თალიბები თავს დაესხნენ პროვინციის დედაქალაქის მახლობლად, სტრატეგიულ გზაგასაყარზე მდგარ საგუშაგოს ხოგიანის რაიონში.

თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო და 6 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. თალიბანმა იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]