weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აშშ-ის ბრალდებას, რომ რუსეთი ავღანელ თალიბებს იარაღს აწვდის, ლავროვი უსაფუძვლოს უწოდებს

10:41 ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ამერიკული მხარის ბრალდებას, რომ კრემლი ავღანელ თალიბებს იარაღით ეხმარება. წინა დღეს მაღალი რანგის ამერიკელმა სამხედრო პირმა ქაბულში შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ავტომატებსა და საშუალო ზომის სხვა იარაღს თალიბებს აწვდის.

ლავროვმა აღნიშნულ ბრალდებას „არაპროფესიონალური და უსაფუძვლო“ გამონათქვამი უწოდა. მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არავის მოუყვანია ერთი ფაქტიც კი ბრალდების გასამყარებლად. ასევე ლავროვის თქმით, რუსეთის პოზიცია თალიბანთან მიმართებით არის ის, რომ ჯგუფმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]