weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რიო დე ჟანეიროს მახლობლად მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

16:50 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უმსხვილეს ქალაქ რიო დე ჟანეიროს მახლობლად, ნიტეროის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლთა შორის შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილია 11 წლის ბიჭი, რომელიც ოჯახთან ერთად თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა და მისი უმცროსი და. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ძლიერი წვიმა რეგიონში უკვე სამი დღეა გრძელდება. ცნობილია, რომ 2010 წელს ნიტეროის მუნიციპალიტეტში მეწყერს 48 ადამიანი ემსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]