weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

11:16 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 hits 736

კალიფორნიის შტატში სასტიკი ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 200-მდე ადამიანზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის შედეგად 44 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის ყველაზე დიდი კერა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ საკრამენტოდან 150 კილომეტრში მდებარეობს, მისი ფართობი 450 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ქალაქ მალიბუში დაიწვა 370-ზე მეტი სახლი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, მანამდე კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ტრამპის განკარგულებით, კალიფორნიას სტიქიასთან საბრძოლველად ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]