weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთში ქურთ მომღერალს პატიმრობა მიესაჯა

14:31 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

თურქეთის სასამართლომ წარმოშობით ქურთ მომღერალს, გერმანიის მოქალაქე საიდე ინაჯს ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჰოზან ჯანეს ფსევდონიმით ცნობილი მომღერალი შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ცნეს დამნაშავედ.

საიდე ინაჯი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ თურქეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო პრო-ქურთული „სახალხო-დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერ კამპანიაში. სასამართლო პროცესზე ინაჯმა უარყო პარტიის წევრობა.

საიდე ინაჯის დაკავების შემდეგ თურქეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც 47 წლის მომღერალი თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთანაა აღბეჭდილი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]