weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ევროპარლამენტარები Amazon-ს საბჭოთა თემატიკის ნივთების გაყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

19:19 შაბათი, 17 ნოემბერი 2018
ნამგალი და ურო Vetements-ის ჰუდზე ნამგალი და ურო Vetements-ის ჰუდზე

ევროპის პარლამენტის 27 წევრი ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საბჭოთა თემატიკაზე შექმნილი საქონლის, მათ შორის ტანსაცმლის, დროშებისა და სამახსოვრო ნივთების გაყიდვა. ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ეს რეჟიმის მსხვერპლებს შეურაცხყოფს.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ევროპელმა კანონმდებლებმა ჯეფ ბეზოსს მას შემდეგ მიმართეს, რაც Walmart-მა სექტემბერში განაცხადა, რომ საბჭოთა სიმბოლიკის – ნამგლისა და უროს გამოსახულებით ტანისამოსს თავის ონლაინ-მაღაზიაში აღარ გაყიდდა.

ევროპარლამენტის დეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა რიცხვი 60 მილიონს აჭარბებს. მათივე თქმით, სსრკ-ს ხელმძღვანელობამ 10 მილიონზე მეტი ადამიანი ციმბირში გადაასახლა, სადაც ისინი არაადამიანური პირობების, იძულებითი შრომის, შიმშილისა და ფიზიკურ ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ.

„საბჭოთა რეჟიმის სისხლიანი მმართველობა, ტერორი და არაადამიანობა ყოფილ ოკუპირებულ ქვეყნებში თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, მისი ტრაგიკული შედეგები კი დღესაც იგრძნობა“, – ციტირებს The Guardian ევროპარლამენტარების მიმართვას.

გამოცემა ასევე წერს, რომ ტანისამოსი, რომელიც საბჭოთა კავშირით არის შთაგონებული, ბოლო წლებში ტრენდული გახდა და რუსი დიზაინერების სამარკო ნიშნადაც იქცა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]