weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

კალიფორნიაში ხანძრით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

17:53 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018 hits 538

კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური სტიქიის გამო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-მდე ადამიანი ითვლება.

კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარი 500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და მისი 65% უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მანამდე სტიქიამ 10 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით კალიფორნიის შტატის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. სტიქიასთან ბრძოლის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფის განკარგულება გასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]