weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არგენტინაში მცხოვრები მოხუცი ამტკიცებს რომ ის ადოლფ ჰიტლერია

14:27 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

არგენტინის ქალაქ სალტაში მცხოვრები ნატურალიზებული მოქალაქე, ეთნიკური გერმანელი ჰერმან გუნტერბერგი ამტკიცებს, რომ იგი ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერია და უკანასკნელი 70 წელი იმალებოდა.

გაზეთ El Patriota-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოხუცმა განაცხადა, რომ ის არგენტინაში 1945 წელს ყალბი პასპორტით ჩამოვიდა, რომელიც მას გესტაპომ დაუმზადა. მისივე თქმით, მრავალი ათწლეულის განმავლობაში დამალვის შემდეგ სიმართლის თქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ისრაელის საიდუმლო სამსახურებმა გასულ წელს ოფიციალურად შეწყვიტეს ნაცისტი დამნაშავეების დევნა.

„მე მაბრალებდნენ იმ უამრავ დანაშაულს, რაც არ ჩამიდენია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ნახევარზე მეტი ებრაელებს ვემალებოდი, ასე რომ სასჯელი უკვე მოვიხადე“, - ამბობს ემიგრანტი ჰერმან გუნტერბერგი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის სახელით დაწერილი წიგნის გამოცემას სექტემბერში აპირებს.

უამრავ ადამიანს, მათ შორის მამაკაცის 55 წლის მეუღლე ანხელა მარტინესს არ სჯერა, რომ ჰერმან გუნტერბერგი ადოლფ ჰიტლერია. მათი აზრით, მამაკაცს უბრალოდ დემენცია აქვს. ანხელა მარტინესის განცხადებით, მისმა მეუღლემ ადოლფ ჰიტლერის სახელით საუბარი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩნდა.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არგენტინას უამრავმა გერმანელმა მიაშურა. არგენტინაში მცხოვრებ ნაცისტ დამნაშავეებს შორის კი ყველაზე ცნობილი იყო SS-ის ობერშტურმანფიურერი ადოლფ აიხმანი, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა შეიპყრეს, გაასამართლეს და 1962 წელს ისრაელში სიკვდილით დასაჯეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]