weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი აირჩიეს

12:09 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

ინტერპოლის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანი გახდა. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს პრეზიდენტად.

კიმ ჩენ იანი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო მას შემდეგ, რაც ინტერპოლის პრეზიდენტი, ჩინელი მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ოფიციალურმა პეკინმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი დაკავებულია და ქრთამის აღებაში ედებოდა ბრალი. ინტერპოლმა მენ ჰუნვეი თანამდებობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე კიმ ჩენ იანის მოწინააღმდეგე რუსეთის წარმომადგენელი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი იყო, რომლის კანდიდატურას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა შეერთებული შტატების, უკრაინისა და ლიეტუვის მხრიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]