weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შანზ-ელიზეზე იარაღით დატვირთული ავტომანქანა პოლიციის მიკროავტობუსს დაეჯახა

11:59 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირზე, ელისეს მინდვრებზე პოლიციის მიკროავტობუსს ავტომობილი „რენო მეგანი“ შეეჯახა, რომლის საჭესთან შეიარაღებული პირი იჯდა.

ინციდენტის შედეგად შანზ-ელიზე გადაიკეტა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პიერ-ანრი ბრანდეს თქმით, 31 წლის მძღოლი შეჯახებისგან მიღებული დაზიანებებით მოკვდა. შსს მინისტრ ჟერარ კოლომბის თქმით, თავდამსხმელი განზრახ მოქმედებდა. ავტომობილში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, პისტოლეტები, ვაზნები და გაზის ბალონი აღმოაჩინეს.

პოლიციამ აღძრა საქმე, რომელსაც ბრანდეს თქმით, ანტიტერორისტული დეპარტამენტი და საფრანგეთის საშინაო უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ამ დროისთვის მომხდარ არაერთი სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის გამო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]