weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ტრამპმა ამერიკელი სტუდენტის სიკვდილის გამო ჩრილოეთ კორეა მწვავედ გააკრიტიკა

14:33 სამშაბათი, 20 ივნისი 2017 hits 2121

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას გმობს, როგორც „სასტიკ რეჟიმს“ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 17-თვიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი გარდაიცვალა.

ოტო უორმბირი ფხენიანმა გასულ კვირას დაუბრუნა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ ის მთელი წელი კომაში იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, სტუდენტის სიკვდილმა გააძლიერა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, თავიდან იქნეს აცილებული უდანაშაულო ხალხის დასჯა ისეთი რეჟიმებისაგან, რომლებიც „პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას და არც ელემენტარულ ადამიანობას“.

„ოტო უორმბირი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მან წელიწადნახევარი დაჰყო ჩრდილოეთ კორეაში. ბევრი ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ის მაინც შევძელით, რომ სახლში მშობლებთან დაგვებრუნებინა. მათ ძალიან გაუხარდათ შვილის ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო... მაგრამ ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ეს არის სასტიკი რეჟიმი და ჩვენ რამენაირად მოვაგვარებთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტრამპმა 19 ივნისს ვაშინგტონში.

ოტო უორმბირი 2016 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას დააკავეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც მან აღიარა, პროპაგანდისტული მასალის მოპარვისათვის. ამერიკელი ექიმების შეფასებით, მას მიღებული ჰქონდა ძლიერი ნევროლოგიური ტრავმა, რომლის მიზეზიც ჯერ-ჯერობით არ დაუდგენიათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]