weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინამ რუსეთის მოქალაქე 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

14:19 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე აკრძალვა დააწესა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხება.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განმარტა, რომ ეს აკრძალვა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კერძო არმიის ფორმირებაში ხელს შეუშლის.

„ჩვენ რუსეთს არ უნდა მივცეთ უკრაინაში იმ ოპერაციის განხორციელების საშუალება, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდნენ“, – განაცხადა პოროშენკომ.

სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილის, ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, აკრძალვა ძალაში იქნება 26 დეკემბრის ჩათვლით, ანუ მანამ, ვიდრე ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის რეჟიმი არ დასრულდება.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ ისინი „დაკრძალვაზე მიდიან ან სხვა ჰუმანიტარული მიზნები აქვთ“.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსეთის სანაპირო დაცვამ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კატარღებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი უკრაინელი მესაზღვრე დაიჭრა. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 მეზღვაური დააკავა, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლის ე.წ. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის საპასუხოდ, უკრაინამ ერთთვიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 26 დეკემბრის ჩათვლით არის. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საომარი მდგომარეობის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]