weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ეგვიპტელ მსახიობს კაბის გამო პატიმრობა ემუქრება

12:29 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

45 წლის ეგვიპტელი მსახიობი რანია იუსეფი შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს, რისი მიზეზიც კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მისი გამჭვირვალე კაბით გამოსვლაა.

რანია იუსეფის შავმა კაბამ ეგვიპტელ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მსახიობს სასამართლოში ადვოკატებმა, ამრო აბდელსალამმა და სამირ საბრიმ უჩივლეს. მათი თქმით, მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს, ტრადიციებსა და მორალს ეწინააღმდეგებოდა.

თავად რანია იუსეფმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და განაცხადა, რომ კაბის არჩევისას შეცდომა დაუშვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეგვიპტელ ქალ მსახიობს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში 25 წლის ეგვიპტელ მომღერალ შაიმა აჰმედს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა პროვოკაციულად მიჩნეული მუსიკალური კლიპის გამო, რომელშიც იგი ბიუსტჰალტერით ჩანს და ბანანს ჭამს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]