weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტები პუშკინისა და ლომონოსოვის სახელებს მიიღებს

12:30 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრე პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტი კი მიხეილ ლომონოსოვის სახელობისა გახდება, რაც „რუსეთის დიადი სახელების“ კონკურსის შედეგია.

გადაწყვეტილება ტელეკომპანია Россия-ს ეთერში გასაჯაროვდა. ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა საერთო ჯამში ხუთმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. მის ფარგლებში რუსეთის 47 აეროპორტს დაერქმევა დამატებითი სახელები.

მოსკოვში არსებული ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის საბოლოო დამატებითი სახელი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]