weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

Chanel-ის მოდის სახლმა ბეწვისა და ნიანგის ტყავის გამოყენებაზე უარი თქვა

18:12 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

Chanel-ის მოდის სახლმა განაცხადა, რომ სამოსის შექმნისას აღარ გამოიყენებს ბუნებრივ ბეწვს, ასევე ეგზოტიკური ცხოველების, მათ შორის ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავს.

Chanel-ის პრეზიდენტმა ბრუნო პავლოვსკიმ და მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფელდმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და არა ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ზეწოლით.

კარლ ლაგერფელდს ხშირად აკრიტიკებდნენ ხოლმე მოდის სახლ Fendi-სთვის შექმნილ კოლექციებში ბეწვის გამოყენების გამო. კრიტიკის საპასუხოდ ის ამბობდა, რომ ვერ ხედავდა ეთიკურ პრობლემას, რადგან ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ხორცს ჭამენ და აცვიათ ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, აქსესუარები და სამოსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]