weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნილ დეგრას ტაისონი სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უარყოფს

12:11 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, ავტორი და ტელეწამყვანი ნილ დეგრას ტაისონი მის წინააღმდეგ არსებულ სექსუალური ძალადობის სამ ბრალდებას უარყოფს.

ტაისონის საწინააღმდეგო ბრალდებები სამმა სხვადასხვა ქალმა პოპულარულ რელიგიურ-სპირიტუალურ კომპანიასა და ვებგვერდ Patheos-ს განუცხადეს. მათი თქმით, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და შევიქწროების ფაქტებს ადგილი სხვადასხვა წლებში ჰქონდა.

ნილ დეგრას ტაისონმა ბრალდებების საპასუხოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს რეპუტაციისა და ქორწინებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. მისი თქმით, იგი საკუთარ თავს მოსიყვარულე ქმრად და საზოგადო მოღვაწედ თვლის, მეცნიერად და განმანათლებლად, რომელიც საზოგადოებას ემსახურება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]