weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

რუსი უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა

12:55 კვირა, 09 დეკემბერი 2018 hits 426

ვეტერანი რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ლიუდმილა ალექსეევა 91 წლის ასაკში, მოსკოვის N15 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ალექსეევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ ფედოტოვმა გაავრცელა. მისი განცხადებით, ლიუდმილა ალექსეევა ბოლო დღემდე მუშაობდა.

„ეს საშინელი დანაკლისია რუსეთის უფლებადამცველთა მოძრაობისთვის“, – აღნიშნა  ფედოტოვმა.

ლიუდმილა ალექსეევა 1927 წელს ევპატორიაში დაიბადა. იგი იყო საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი, მონაწილეობდა იატაკქვეშა ბიულეტენის „მიმდინარე მოვლენების ქრონიკა“ გამოცემაში. 1976 წელს ალექსეევა გახდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის – უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია რუსეთში, ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთი წლის შემდეგ ის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1993 წელს ალექსეევა რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2002 წელს იგი გახდა პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. კომისია მოგვიანეთით საბჭოდ გარდაიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]