weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში ისტორიული მეჩეთი ააფეთქა

10:08 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში, ქალაქ მოსულში შუასაუკუნეების მეჩეთი ალ-ნური და მისი ცნობილი მინარეთი ააფეთქეს. 

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 45 მეტრი სიმაღლის დახრილ მინარეთზე ტერორისტული დაჯგუფების შავი დროშა 2014 წლიდან იყო აღმართული. ეს სწორედ ის მეჩეთია, სადაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა 3 წლის წინ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა.

„ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტო „ამაქის“ ცნობით, მეჩეთი ამერიკულმა თვითმფრინავმა გაანდადგურა. ამ ინფორმაციას აშშ უარყოფს.

„ჩვენ ამ ტერიტორიაზე დარტყმები არ განგვიხორციელებია. მეჩეთის განადგურებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოზეა“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“.

მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა უკვე ცხრა თვეა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთი მუსულმანური ძეგლი, ეკლესია და  სალოცავი, ასევე ასირიული და რომაული ერის ღირსშესანიშნაობები გაანადგურა როგორც ერაყში, ისე სირიაში. ტერორისტული დაჯგუფება 2015 წელს აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც მოსულის მუზეუმში დაცული, ჩვ. წ. აღ.-მდე მე-7 საუკუნის არტეფაქტების განადგურება იყო ასახული.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]