weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12 დაიჭრა

10:45 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან 7 დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

BBC-ის ინფორმაციით, სროლა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. რამდენადაც ცნობილია, თავდამსხმელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი. ის პოლიციამ დაჭრა, თუმცა მაინც მოახერხა მიმალვა. ამ დროისთვის სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრასბურგში მყოფ პირებს მოუწოდებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]