weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოკლული არაბი ჟურნალისტი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა

11:55 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time, წინა წლების მსგავსად კვლავ დაასახელა 2018 წლის ადამიანის ვინაობა. წლევანდელი წოდება იმ ჟურნალისტებს ერგოთ, რომლებიც სამსახურეობრივი საქმიანობის გამო იდევნებოდნენ, აკავებდნენ ანდა კლავდნენ.

Time-ის 2018 წლის ადამიანთა ჯგუფშია მოკლული არაბი ჟურნალისტი, „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი, რომლის მკვლელობაშიც ბრალი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ედება.

Time-ის რედაქციის განცხადებით, 2018 წელს მთელ მსოფლიოში 52 ჟურნალისტი მოკლეს, ამ საგანგაშო რიცხვმა კი ჟურნალს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.

ჯამალ ხაშოგის გარდა, Time-მა გამოარჩია ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა, რომელიც თავისი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკის გამო იდევნებოდა, Reuters-ის ჟურნალისტები - ვა ლონე და კიავ სო უ, რომლებიც როჰინჯიელი მუსლიმების მასობრივ მკლელობებს იძიებდნენ და შტატ მერილენდის გამოცემა The Capital-ის სტაფი, რომლის ხუთი წევრი შეიარაღებულმა თავდამსმხმელმა ივნისში ოფისზე თავდასხმისას იმსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]