weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ანკარაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა

11:02 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა თურქეთში დღეს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ანკარიდან ქალაქ კონიას მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი იგივე რელსებზე მოძრავ ლოკომოტივს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დარტყმის გამო ჩამოინგრა მიწისზედა გადასასვლელი, რომელიც ვაგონებს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ანკარაში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს, რომ ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]