weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს

10:39 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

29 წლის შერიფ შეაქათი, რომელიც სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციამ მოკლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის თავდასხმის ადგილიდან ორ კილომეტრში, ნოდორფის უბანში, გერმანიის საზღვართან ახლოს იქნა ლიკვიდირებული. შექათი ერთ-ერთ საწყობში იმალებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, შერიფ შექათმა 11 დეკემბერს, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სტრასბურგის მერმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

თავდასხმის შემდეგ, ორმხრივი სროლის დროს შექათი დაიჭრა, თუმცა სამართალდამცავებისგან გაქცევა მოახერხა. საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა როგორც სტრასბურგში, ისე საფრანგეთი-გერმანიის საზღვარზე. ეჭვმიტანილის დასაკავებლად სამძებრო ოპერაციაში 720 პოლიციელი და სამხედრო ჩაერთო.

თავდამსხმელი წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო, სამართალდამცველებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ის საფრანგეთსა და გერმანიაში იხდიდა სასჯელს. გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში თავდასხმამდე შერიფ შექათს გერმანიიდან დაურეკეს, თუმცა ზარისთვის არ უპასუხია.

როგორც BBC წერს, გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება შერიფ შექათს რადიკალურ ისლამისტად მიიჩნევდა. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლორან ნუნესმა განაცხადა, შექათი, სტრასბურგის თავდასხმამდე ტერორიზმში ბრალდებული არ ყოფილა, თუმცა ციხეში სასჯელის მოხდის დროს რადიკალური ისლამისკენ სწრაფვით გამოირჩეოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]